„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, პროდუქტ TOYOTA EASY-ის მეშვეობით, მომხმარებელს ავტომობილის შეძენის მარტივ და მოქნილ გზას სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე, მომხმარებელს ტოიოტას რამდენიმე უახლესი მოდელის შეძენას ექსკლუზიურ ფასად, ამასთანავე, მარტივი და სწრაფი გზით სთავაზობს და ამ მიზნით, ტოიოტასა და „თიბისი ლიზინგის“ პარტნიორობით შექმნილი კომფორტული სალიზინგო პროდუქტებით - TOYOTA EASY და TOYOTA EASY FLEX - სარგებლობას ურჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ორივე სალიზინგო პროდუქტი მარტივად ერგება ნებისმიერი მსურველის მოთხოვნებს და მომხმარებელს შესაძლებლობას უქმნის, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ექსკლუზიურ ფასად შეიძინოს ახალი თაობის მოდელები: TOYOTA COROLLA, TOYOTA CAMRY, TOYOTA C-HR და TOYOTA YARIS CROSS.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გაგუა განმარტავს, რომ TOYOTA EASY, როგორც განსხვავებული საოპერაციო სალიზინგო პროდუქტი, სპეციალურად არის შექმნილი მომხმარებლის კომფორტისთვის და თავისი მოქნილი, ხელსაყრელი პირობებით, საგრძნობლად ამარტივებს ავტომობილის შეძენის პროცესს.

„თუ მომხმარებელს სურს, ივლისის ბოლომდე ახალი თაობის TOYOTA COROLLA, TOYOTA CAMRY, TOYOTA C-HR-ი ან TOYOTA YARIS CROSS-ი ექსკლუზიურ ფასად, სწრაფად და ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მას ძალიან მარტივ და ხელსაყრელ გზას სთავაზობს. ვგულისხმობთ სრულიად განსხვავებულ სალიზინგო პროდუქტებს, რომელთა მეშვეობით მომხმარებელი სასურველ ავტომობილზე ერთდროულად მიიღებს ექსკლუზიურ ფასს და გამარტივებულ სალიზინგო ოპერაციებს. TOYOTA EASY Flex -ით, ამ მოქნილი ფინანსური სალიზინგო პროდუქტით სარგებლობის პერიოდი, მომხმარებლის სურვილის მიხედვით, 12-დან 60 თვემდეა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავტომობილის შეძენისას წინასწარი შენატანი 0%-ია, მომხმარებელი ყოველთვიურად ძალიან დაბალ საპროცენტო განაკვეთს იხდის და ამასთან ერთად, საგარანტიო პირობებით დაცულ ავტომობილს მართავს“, - ამბობს ნინო გაგუა.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც მეტი სარგებლის მიღება სურს, შეუძლია არჩევანი მეორე ტიპის საოპერაციო სალიზინგო პროდუქტზე - TOYOTA EASY-ზე შეაჩეროს.

„TOYOTA EASY-ით სარგებლობის პერიოდი, საუკეთესო საპროცენტო განაკვეთით, 12-დან 72 თვემდეა. ეს პროდუქტი დამატებით, თრეიდ-ინ ფუნქციასაც და სხვადასხვა სერვისზე ფასდაკლებასაც ითვალისწინებს. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მომხმარებელს, სურვილის მიხედვით, შეუძლია განაახლოს ვადაგასული კონტრაქტი და განაგრძოს სალიზინგო პროდუქტის მოქნილი პირობებით სარგებლობა, ან გამოისყიდოს ავტომობილი და გადაიხადოს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ნარჩენი ღირებულება, ან ავტომობილი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ დააბრუნოს. ყველა პირობა, რასაც მომხმარებელს ამ სალიზინგო პროდუქტებით ვთავაზობთ, არის სწრაფი, მოქნილი და კომფორტული“, - აღნიშნავს ნინო გაგუა.

მისივე ინფორმაციით, სალიზინგო პირობების გაცნობა შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://toyota-tbilisi.com/blog/222/toyota-easy/;

გარდა ამისა, მომხმარებელს, რომელსაც ტოიოტას ავტომობილის შეძენა ექსკლუზიურ ფასად სურს, მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე, დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტს ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით