სალექციო კურსი - „მე, საქართველოს მომავალი“ გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გრძელდება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) შემეცნებითი სალექციო კურსი - „მე, საქართველოს მომავალი“, რომელიც ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისთვის ხორციელდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა გივი თუმანიშვილმა და აპარატის უფროსის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ.

„მოხსენებები შეეხო გლობალურ და რეგიონულ საფრთხეებს და გამოწვევებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საქართველოს უსაფრთხოებაზე. ასევე, საქართველოსა და ნატოს წევრი ქვეყნების მაგალითზე, განიხილეს კრიზისულ სიტუაციებში შიდა გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები.

სალექციო კურსი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხებზე საბაზისო ცოდნას მიიღებენ. მსმენელებს ლექციებს თავდაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოწვეული მომხსენებლები ჩაუტარებენ. შემეცნებითი კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა