კახა კალაძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა 12-პუნქტიანი გზამკვლევი შესრულდეს და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ - მინდა, მჯეროდეს, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა 12-პუნქტიანი გზამკვლევი ზედმიწევნით იქნეს შესრულებული და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ - მინდა, მჯეროდეს, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, კალაძის თქმით, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში ოპოზიციაც უნდა ჩართულიყო, თუმცა „ყველაფერს აკეთებენ, რომ აღნიშნულ პროცესს ხელი შეუშალონ“.

„თუ ვინმე აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა. ყველა მაჩვენებლით იმ ქვეყნებზე წინ ვართ, ვინც სტატუსი მიიღო. ამ ყველაფრის მიუხედავად, 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცეს. საუბარი იყო, რომ ოპოზიციაც უნდა ჩართულიყო, თუმცა ისინი არათუ არ ჩართულან, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რომ აღნიშნულ პროცესს ხელი შეუშალონ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა აღნიშნული 12-პუნქტიანი გზამკვლევი ზედმიწევნით იქნეს შესრულებული და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ“,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება დეკემბრამდე გადაიდო, კალაძე ამბობს, რომ ეს ევროსტრუქტურების მხრიდან თხოვნა იყო, რასაც ხელისუფლება ასრულებს.

„პრემიერს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა. შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, მათი თხოვნა იყო, რომ აღნიშნული კანონი მესამე მოსმენით არ მიგვეღო. ვითვალისწინებთ, დეკემბრამდე დაველოდებით და არ მივიღებთ. ზოგადად, დაველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსთან დაკავშირებით. მინდა, მჯეროდეს, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე. ყველა წარმატებული ნაბიჯი 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, ევროპაში მოვისმინეთ განცხადებები, რომ საქართველო მართლაც იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს და გადაწყვეტილება, რაც მიღებული იყო, არასამართლიანი. ამჯერად, მინდა მჯეროდეს, რომ დეკემბერში გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება და ქართველი ხალხი და სახელმწიფო არ დაიჩაგრება“, - განაცხადა კალაძემ.

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება