23 ივნისიდან „პალიტრა L“ საქველმოქმედო აქციას იწყებს - გადაიხადე რამდენიც გინდა დევიდ ბედიელის წიგნში და დაეხმარე სოფელს

გამომცემლობა „პალიტრა L“ აგრძელებს საქველმოქმედო აქციათა ციკლს „გადაიხადე რამდენიც გინდა“ და 23 ივნისიდან მკითხველს საშუალებას აძლევს, წიგნში დახარჯული თანხით სოფლებს პირველადი სამედიცინო საშუალებებით დაეხმარონ.

სააქციო წიგნი ამჯერად ცნობილი ავტორის, კომიკოსისა და ტელესახის დევიდ ბედიელის მსოფლიო ბესტსელერი - საოცნებო მშობლებია. წიგნში 10 ლარამდე გადახდილი თანხის 20% გადაირიცხება სოფლის დახმარების ფონდში, ხოლო 10 ლარზე ზემოთ თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება.

აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ გაგრძელდება „საოცნებო მშობლების“ ტირაჟის ამოწურვამდე.

როგორც „პალიტრა L-ში“ განმარტავენ, საქართველოს ბევრ სოფელში პაციენტებს მხოლოდ ერთი ოჯახის ექიმი ემსახურება და მათ სამედიცინო საშუალებების შეძენა თავიანთი ხარჯებით უწევთ, რაც ტვირთად აწვებათ, საქველმოქმედო აქციის მოწყობაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს:

„ჩვენ მკითხველთან ერთად უკვე დავეხმარეთ სტუდენტებს, უკრაინაში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახს და ახლაც ვაგრძელებთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობაში ერთობლივი წვლილის შეტანას. დარწმუნებულები ვართ, მკითხველი კვლავაც აქტიურად ჩაერთვება აქციაში და ერთობლივად შევძლებთ, პირველადი სამედიცინო საშუალებებით მოვამარაგოთ სოფელი“, - აღნიშნეს „პალიტრა L-ში“.

რაც შეეხება წიგნს, რომლის ახალი ტირაჟი სპეციალურად აქციისთვის დაიბეჭდა, ის მსოფლიოს ბესტსელერი და თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნიმუშია. მისი ავტორი დევიდ ბედიელი ცნობილია საინტერესო სიუჟეტებით, სხარტი და მხიარული ტექსტებით, შესაბამისად, ის ბავშვებისა და მოზარდების საყვარელი საკითხავია.

ბედიელის შემოქმედება და კონკრეტულად „საოცნებო მშობლები“ ეხმაურება თანამედროვე ბავშვებსა და მათ მშობლებს, და-ძმებსა თუ მეგობრებს შორის არსებულ ურთიერთობებს, საოცრად რეალისტურად წარმოაჩენს მათ ყოველდღიურ რეალობას და ამავდროულად არ ივიწყებს ცოტა ჯადოსნობასაც.

„საოცნებო მშობლები“ საინტერესო საკითხავია როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის, რომლებიც შვილებთან საერთო ენის გამონახვას, მათი ინტერესების შესახებ მეტის გაგებას ცდილობენ.

(R)

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ