რელიგიის სააგენტოში რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

22 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2023 წლის მეორე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კომისიამ განიხილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოსა და სომხური თემის მიერ შემოტანილი 39 საკითხი.

„კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 36 საკითხიდან დადებითად გადაწყვიტა 29, უარი ეთქვა 4 საკითხზე და დახარვეზდა 3 საკითხი. საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ წარმოდგენილი 2 და სომხური თემის მიერ წარმოდგენილი 1 საკითხი დადებითად გადაწყდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა