თინა ბოკუჩავა - ევროკავშირის მნიშვნელოვანი ვალდებულებები - დეოლიგარქიზაცია, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიათავისუფლება, შესრულებული არ არის - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

ევროკავშირის არც ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება - არც დეპოლარიზაცია, არც დეოლიგარქიზაცია, არც მართლმსაჯულების რეფორმა და არც მედიათავისუფლება შესრულებული არ არის - საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

ბოკუჩავას თქმით, თუკი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ, ეს დამატებითი დათქმებით მოხდება.

ბოკუჩავა იმედი გამოთქვამს, რომ ქართველი ხალხის პროევროპულობის გამო, ქვეყანა სტატუსის მიღების შესაძლებლობას არ დაკარგავს.

„პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირი ქართველ ხალხს ამ უნიკალურ შესაძლებლობას არ წაართმევს. ახლა ევროკავშირში გაფართოების პოლიტიკური ნება არსებობს და სწორედ ამ პოლიტიკური ნების გამოყენება და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობის რეალიზება არის, რისთვისაც ვმუშაობთ ჩვენ - ოპოზიცია იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება, რომლის ვალდებულებაც რეკომენდაციების შესრულებაა, ამ ვალდებულებას საერთოდ არ ასრულებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო