„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ თემაზე „საპარლამენტო კონტროლი უსაფრთხოების სექტორზე“ სამუშაო შეხვედრას მართავს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ თემაზე „საპარლამენტო კონტროლი უსაფრთხოების სექტორზე“ სამუშაო შეხვედრას მართავს. აღნიშნულ შეხვედრას პარლამენტის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის, თამარ ხიდაშელის განმარტებით, უსაფრთხოების სექტორზე დღეს საპარლამენტო ზედამხედველობა ხარვეზიანია.

„ნდობის ჯგუფი, მთავარი მექანიზმი, რომელიც პარლამენტშია შექმნილი, მთავარი ორგანოა, რომელმაც წესით, უსაფრთხოების სექტორში შემავალ ინსტიტუტებს ზედამხედველობა უნდა გაუწიოს. დღეს, ნდობის ჯგუფის შემადგენლობა 5 წევრითაა განსაზღვრული. ნდობის ჯგუფის შემადგენლობა უნდა გაიზარდოს, 6 უნდა გახდეს, იმისთვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას თანაბარი წარმომადგენლობა ჰქონდეთ. გარდა ამისა, ნდობის ჯგუფის ანგარიშვალდებულებაც უნდა გაიზარდოს პარლამენტის წინაშე. ჩვენი აზრით, ნდობის ჯგუფმა, როგორც მინიმუმ, წელიწადში ერთხელ ანგარიში უნდა ჩააბაროს საქართველოს პარლამენტს. ეს საქართველოს პარლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტია და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს. ეს ევროკომისიის რეკომენდაციაცაა, ამაზე როგორც მეორე პრიორიტეტშია მითითება, ისე მეექვსეშიც, სადაც საუბარია იმაზე, რომ უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების ანგარიშვალდებულება უნდა გაიზარდოს",- განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, დღეს არსებული ნდობის ჯგუფი უფუნქციოა და „ქართული ოცნების გაგრძელებას წარმოადგენს".

„ის, რომ ნდობის ჯგუფს უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის კუთხით თეორიაში მნიშვნელოვანი დატვირთვა უნდა ჰქონდეს, ცხადია, თუმცა პრაქტიკაში ის, ფაქტობრივად, უფუნქციო და უმრავლესობის გაგრძელებაა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის