ოლივერ ვარჰეი - ჩემი რეკომენდაცია მთავრობისადმი არის ის, რომ ყველა მიმართულებით დააჩქარონ სამუშაო - ჩვენ მზად ვართ, როცა საქმე გაკეთებული იქნება

თუ ვინმეს ევროკავშირში შესვლა სურს, ახლა არის მომენტი და დაიჭირეთ ის, გამოიყენეთ შესაძლებლობა, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სტოკჰოლმში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროსტრუქტურაში გასაწევრიანებლად საჭიროა რეფორმების განხორციელება.

"გამიმართლა, რომ წინა კვირას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრს [ღარიბაშვილს] შევხვდი და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! გააკეთეთ, ვინაიდან ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ყველამ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს ამით. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ამ მიზნამდე მისვლაში, მაგრამ კრიტერიუმები ყველას მიერ უნდა იქნას დაკმაყოფილებული.ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია [საქართველოს] მთავრობისადმი არის ის, რომ ყველა მიმართულებით დააჩქარონ სამუშაო, რათა ოქტომბერში შესრულებული ანგარიში გვქონდეს საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. ჩვენ მზად ვართ, როდესაც საქმე გაკეთებული იქნება,” - განაცხადა ვარჰეიმ.

ევროკომისიამ სტოკჰოლმში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიში წარადგინა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს