ოლივერ ვარჰეი - საქართველომ უნდა უზრუნველყოს პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობა, დაასრულოს მკაცრი რიტორიკა და პატივი სცეს პოლიტიკურ შეთანხმებებს, მათ შორის იმას, რომელსაც ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება ჰქვია

საქართველომ უნდა უზრუნველყოს პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობა, დაასრულოს მკაცრი რიტორიკა და პატივი სცეს პოლიტიკურ შეთანხმებებს, მათ შორის იმას, რომლის მიღწევა ევროკავშირის უშუალო მონაწილეობით მოხდა, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება , - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ის ასევე შეეხო საარჩევნო პროცესს და აღნიშნა, რომ საჭიროა საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობა, რათა მოხდეს საარჩევნო დარღვევების ადეკვატური გამოძიება, რომელიც აღნიშნული იყო ოდირის რეკომენდაციებში.

„მოკლედ რომ მოგახსენოთ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც შეეხება პოლიტიკურ პოლარიზაციას, პარლამენტის წევრების უმეტესობამ დაასრულა თავისი ბოიკოტი და გარკვეული კანონის მიღება მოხდა, ამ 12 პრიორიტეტის სრულად შესასრულებლად, ინტერპარტიული მხარდაჭერით.

საქართველომ უნდა უზრუნველყოს პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობა, დაასრულოს მკაცრი რიტორიკა და პატივი სცეს პოლიტიკურ შეთანხმებებს მათ შორის იმას, რომლის მიღწევა ევროკავშირის უშუალო მონაწილეობით მოხდა, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება.

რაც შეეხება მეორე ნაბიჯს, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ ფუნქციონირებას და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, მთავრობამ მიიღო საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. საარჩევნო კოდექსი და კანონი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ჩასწორებულ იქნა ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად. მაგრამ ჩვენ ჯერ ისევ გვჭირდება, რომ საქართველომ გააუმჯობესოს საპარლამენტო ზედამხედველობა, რათა ადეკვატურად მოხდეს საარჩევნო დარღვევების გამოძიება, როგორც ეს აღნიშნული იყო ოდირის ანგარიშში და შეცვალოს ჩასწორება საარჩევნო კოდექსში, რომლის შედეგადაც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალა“,- განაცხადა ვარჰეიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო