ეკა ბოჭორიშვილი - კლინიკისთვის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება, რომელიც სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის ურთიერთობას უფრო მოქნილს გახდის

პაციენტის ინტერესების დასაცავად და საჩივარზე დროული რეაგირების მიზნით, მნიშვნელოვანია, რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს მომხდარ ფაქტებზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა, - ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა ეკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაუყოვნებლივი შემოწმების დროს, რეგულირების სააგენტოს, კლინიკაში, რეალური სურათი ხვდება, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დრო კი არსებული მდგომარეობის გამოსწორების საშუალებას იძლევა და რევიზია/კონტროლის ჯგუფს აბსოლუტურად შეცვლილი სურათი ხვდება. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი სწორედ ამ რისკის დაზღვევა და სამედიცინო დაწესებულებებში რეალურად არსებული მდგომარეობის შემოწმებაა.

„კანონპროექტში არის კიდევ ერთი ახალი მექანიზმი - სისტემური დარღვევების შემთხვევაში, კლინიკისთვის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება, რომელიც უფრო მოქნილს გახდის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულების შორის ურთიერთობას. ესეც მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და როგორც კი კლინიკა გამოასწორებს აღნიშნულ დარღვევებს, სამინისტრო მისცემს საქმიანობის გაგრძელების ნებართვას. დღეს, კანონში მხოლოდ ლიცენზიის გაუქმების მექანიზმია, რომლის აღდგენა ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია“, - განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.

მისივე განმარტებით, ახალი კანონპროექტის მომზადების პროცესში, სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და ფარმაცევტულ სექტორთან, რომელსაც ასევე შეეხება აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები.

„მნიშვნელოვანია, სამედიცინო დაწესებულებები იყოს შესაბამისად აღჭურვილი და აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებს შესთავაზებს“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა, რომლის განცხადებასაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა