პარლამენტის წინ, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების აქცია გრძელდება.
მაღაროელების მოთხოვნები უცვლელია, ისინი “ჯორჯიან მანგანეზისგან” 14-პუნქტიანი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ.
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე კომპანიას მოუწოდებს, შეწყვიტოს ტყუილის გავრცელება და დროულად მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს მაღაროელების მოთხოვნები.
“კომპანიის მხრიდან დაუსაბუთებელი ბრალდებებია ხელფასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ ძალიან დიდი ხელფასი გვაქვს და კიდევ ხელფასის გაზრდას ვითხოვთ. ჩვენ ხვალ სახელფასო ამონაწერს გავასაჯაროებთ და ვაჩვენებთ ყველას, თუ რეალურად რა ანაზღაურება გვაქვს”, - აცხადებს მაღაროელი.
მათი თქმით, აქცია 23 ივნისს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ კვლავ განახლდება. პარლამენტის წინ გაშლილია კარვები, შიმშილობას კი 4 ადამიანი აგრძელებს.