ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების არდაშვებას უჭერს მხარს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების სრულ არდაშვებას უჭერს მხარს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში წერია.

რეზოლუციის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებს, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური დროშის ქვეშაც არ იქნან დაშვებული.

აღნიშნული რეზოლუცია 71 ხმით მიიღეს, 4 წინააღმდეგ წავიდა.

ასამბლეა თვლის, რომ დღევანდელ პირობებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ოლიმპიადაში მონაწილეობა წარმოუდგენელია, პროპაგანდის ინსტრუმენტად იქნება გამოყენებული და დე ფაქტო შეუძლებლად ხდის სხვა სპორტსმენების მონაწილეობას, მათ შორის უკრაინელების.

რეზოლუციის თანახმად, შესაბამისი მკაცრი აკრძალვის არარსებობა რუსეთის მოქალაქეებს დაარწმუნებს, რომ მსოფლიო მზად არის რუსეთთან კავშირები შეინარჩუნოს, უკრაინის წინააღმდეგ მისი სამხედრო აგრესიის მიუხედავად.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება