მაღაროელმა, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნაკერი მოიხსნა

მაღაროელმა, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნაკერი მოიხსნა.

ამის შესახებ მაღაროელებმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადეს.

“ნაკერი იმიტომ მოიხსნა, რომ თვალი არ დაზიანებოდა. მან მაღაროელების და მთელი ჭიათურის მოთხოვნით მოიხსნა ნაკერები. ის ჭიათურაში იმყოფება და განაგრძობს პროტესტს”, - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

ამასთან, მაღაროელ ტარიელ მიქაცაძის განცხადებით, ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი ცუდად გახდა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

“შიმშილობის მე-10 დღეს მოშიმშილე გაგვიხდა ცუდად. ჩვენმა ე.წ. დაზღვევამ არ დააზღვია და საკუთარი სახსრებით მოუწია მკურნალობის ხარჯების დაფარვა”, - განაცხადა მიქაცაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის