გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია “ ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს, 11:00-დან 11:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს ავჭალაში, ზაჰესში, 11:30-დან 12:00 საათამდე - აბონენტებს ზაჰესში თავისუფლების, თავისუფლების, ნიკო კეცხოველის, ყაზბეგის, კასკადის, ჭიჭინაძის, წინამძღვრიშვილის, ცქიტიშვილის, მაყაშვილის ქუჩებზე, 12:00-დან 12:30 საათამდე - აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, ენერგეტიკების, ავჭალის, ანდრონიკაშვილის, აფხაიძის, შოთაძის, ბელთაძის ქუჩებზე, 12:30-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს გლდანში გრიგოლ ხანძთელის, ყიფშიძის ქუჩებზე, 15:30-დან 16:00 საათამდე - აბონენტს ზაჰესში, 16:00-დან 16:30 საათამდე - აბონენტებს ზაჰესში - ავჭალის, პლატინის, სვიმონ შოთაძის და მიმდებარე ქუჩებზე, მუხათგვერდში.

11:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ქვემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო.

12:00-დან 18:00 საათამდე დენის დროებით გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში წოდორეთი, მსხალდიდი, ლისი, ბევრეთი, ზემო და ქვემო ლისი, ტაბარუკი, ვარდისწყარო.

13:00-დან 15:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს ქალაქ დუშეთში, სოფლებში: ბაზალეთი, არღუნი, ჩირდილელიანთკარი, მილახვრიანი, გრიგოლაანთკარი, ჩანადირთკარი, კარიაულები, თანიანთკარი, ახალი ტონჩა, კობიაანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით