დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი ეწვევა

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი ეწვევა.

ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა