მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ გაეროს საჯარო სამსახურის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ გაეროს საჯარო სამსახურის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა, რომლის სახელწოდებაა -„მდგრადი საჯარო სამსახური: კარიერული და პროფესიული განვითარება“.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მისასალმებელ სიტყვაში ღონისძიების მონაწილეებს გაეროს საჯარო სამსახურის დღე მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

როგორც რევაზ ჯაველიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია მდგრადი, თანამედროვე გამოწვევებსა და საჭიროებებზე მორგებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება და მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად მუშაობს საჯარო მოხელეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

რევაზ ჯაველიძემ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, გაეროს განვითარების პროგრამას, ევროკავშირსა და პარტნიორებს საქართველოში საჯარო სამსახურის განვითარების პროცესში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აგრეთვე საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა თეიმურაზ ჩიხრაძემ.

გაეროს საჯარო სამსახურის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც მონაწილეებმა კარიერული და პროფესიული განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა