გაერთიანებული სამეფოს ელჩი, მარკ კლეიტონი საქართველოს პრეზიდენტის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
„მივესალმები ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას და მის საპატიმროდან გათავისუფლებას. ეს სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - წერს ელჩი „ტვიტერზე“.