23 ივნისს ესეების კონკურსის „ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება

23 ივნისს, 17:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ესეების კონკურსის „ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, რომელიც ამერიკის საელჩოსთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ესეების კონკურსი 23 თებერვალს დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნას მიეძღვნა.

“კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ესეები: ადამიანის უფლებების, თავისუფლების, კანონის, სოლიდარობისა და ტოლერანტობის, კულტურისა და ენობრივი მრავალფეროვნების პატივისცემის, საქართველოსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის კავშირის და ერთიანობის იდეის შესახებ.პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს ამერიკის საელჩო სერტიფიკატებით დააჯილდოებს, ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესისგან" კი მიიღებენ American High School (AP) პროგრამის კურსზე დაფინანსებას და შესაბამის ამერიკულ აკრედიტებულ დიპლომს.პირველი ადგილის მფლობელი, ასევე, დაჯილდოვდება ამერიკის შეერთებული შტატების საგზურით, გაეროს კონფერენციაზე "CHANGE THE WORLD - MODEL UN CONFERENCE”.აღსანიშნავია, რომ ცერემონიალზე, სკოლა "პროგრესის“ 20 წლის იუბილეს აღნიშვნასთან ერთად საზეიმოდ გამოცხადდება "კურსდამთავრებულთა ასოციაციისა“ და „ქართულ-ამერიკული გაეროს მოდელირების საზოგადოების“ დაფუძნება.ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი სოპრანო მარიკა მაჩიტიძე, ტენორი გიორგი ხოფერია და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ორკესტრი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში