გიორგი ვაშაძე - შემდეგი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს, ასევე შეწყალების მექანიზმით - პოლიტპატიმრები სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ საბჭოთა წარსულს, რომელსაც ასევე უნდა გავაყოლოთ „ქართული ოცნება“

შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასევე შეწყალების მექანიზმით - პოლიტიკური პატიმრები ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ საბჭოთა წარსულს, რომელსაც ასევე უნდა გავაყოლოთ „ქართული ოცნება“ თავისი კომუნისტური პარტიის მენტალობით, რომლითაც ის საქართველოს მართავს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისგან“ საქართველოს დერუსიფიკაცია და დეოკუპაცია მოხდეს და საქართველო ევროპული განვითარებისკენ წავიდეს.

„მივესალმები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას. აქამდე რომ ყოფილიყო, გაცილებთ უკეთესი იქნებოდა. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასევე შეწყალების მექანიზმით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოვიდა 12 პუნქტის შეფასება ევროკავშირის მხრიდან, სადაც ვარჰეი ამბობს, მხოლოდ სამია შესრულებულიო - ვარჰეი, რომელსაც აქებდა და ადიდებდა და „ენდობოდა“ „ქართული ოცნება“. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოს დერუსიფიკაცია, დეოკუპაცია მოხდეს „ქართული ოცნებისგან“ და წინ წავიდეთ ევროპული განვითარებისკენ. პოლიტიკური პატიმრები ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ საბჭოთა წარსულს, რომელსაც ასევე უნდა გავაყოლოთ „ქართული ოცნება“ თავისი კომუნისტური პარტიის მენტალობით, რომლითაც ის მართავს საქართველოს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი გუშინ მოაწერა. როგორც პრეზიდენტმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის არ აპირებს გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა