გიორგი ამილახვარმა ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ქვედა პალატის თავმჯდომარე, შონ ო’ფარელი ხელმძღვანელობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრმა ირლანდიის მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას განათლების, მეცნიერებისა და კვლევების მიმართულებით.

გიორგი ამილახვარმა საქართველოსა და ირლანდიას შორის განათლების სფეროში ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების ინიციატივა გამოთქვა, რომელიც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციას.შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ირლანდიის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის მჭიდრო პარტნიორობის ხელშეწყობის საკითხებიც განიხილეს, ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.საუბარი ასევე შეეხო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორობის გაღრმავებას – მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ Erasmus+ პროგრამის გაფართოების მიმართულებით ირლანდიის მხარე საქართველოს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს.თავის მხრივ, ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ შონ ო’ფარელმა მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს თანამშრომლობის გაღრმავების მზაობისთვის და მხარდაჭერა აღუთქვა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საქმეში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს