გია ვოლსკი - თუ სტატუსის მინიჭებაზე კონიუნქტურული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, საქართველო ყველა მუხლში გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე არამხოლოდ „ტრიოს“, არამედ ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა

თუ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე კონიუნქტურული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, საქართველო ყველა მუხლში მოწოდების სიმაღლეზე და გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე არამხოლოდ “ტრიოს“, არამედ ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის მტკიცებით, რეფორმები ნებისმიერი მიმართულებით საქართველოში გაცილებით უფრო შთამბეჭდავი და შედეგიანია.

მისივე თქმით, საკმაო დროა იმისთვის, რომ შექმნილი ვითარება პუნქტობრივად იყოს განხილული სტრუქტურებში, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

“ნებისმიერ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენ გარკვეული პოზიცია გვაქვს - ვფიქრობ, კომპეტენტური პოზიცია, რაც საბოლოო განხილვისას გათვალისწინებული იქნება.

რაც შეეხება მოსაზრებებს იმის თაობაზე, “ტრიოში“ საქართველო არის თუ არა ჩამორჩენილი, ამაში ოპონენტებს ნამდვილად ვერ დავეთანხმები - ყველა ინდიკატორით საქართველო მოწინავეთა რიგებშია არამხოლოდ რეკომენდაციებთან მიმართებაში. არსებობს სხვა კომპეტენტური ორგანიზაციები, მუშავდება რეიტინგები და საქართველო უმაღლესი მაჩვენებლით წინ უსწრებს არამხოლოდ “ტრიოს“ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს ბევრი მიმართულებით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო