პროკურატურა ბადრი ესებუას მიმართ წარდგენილი მუხლებით გათვალისწინებულ „ყველაზე მკაცრ და მაქსიმალურ სასჯელს“ ითხოვს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას საქმის განხილვა გრძელდება. სასამართლომ ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოუსმინა.

პროკურორმა, მირანდა წერეთელმა ვრცლად ისაუბრა ბრალდების შინაარსის შესახებ. მან განაცხადა, რომ ბრალდების ყველა ნაწილს ეთანხმება და მოსამართლე ეკატერინე ბებიას ბადრი ესებუასთვის ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენება სთხოვა.

,,ჩვენ ვითხოვთ, რომ ბადრი ესებუა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, 329-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლს მესამე და მეოთხე ნაწილებით.

გთხოვთ, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღოთ ის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, რაც ამ დანაშაულს ახლავს, მხედველობაში მიიღოთ ის მორალური ზიანი, რაც ამ დანაშაულის შედეგად მიადგა არაერთ ადამიანს და გთხოვთ, მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად გამოიყენოთ კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი და მაქსიმალური სასჯელი,“ - ასე მიმართა საქმის პროკურორმა მირანდა წერეთელმა მოსამართლეს დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ.

ამ წუთებში დასკვნით სიტყვას ბრალდებულ ბადრი ესებუას უფლებადამცველი იოსებ ჯანაშია წარადგენს.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წელი აქვს მისჯილი. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს