Gamma Knife-ის დახმარებით თავის ტვინის სიმსივნის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება

Acıbadem-ის მიზანია სიმსივნის მქონე ყველა პაციენტმა საუკეთესო მკურნალობა მიიღოს. ნებისმიერი სამკურნალო დანიშნულებისა და ტექნოლოგიური ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, პაციენტს, ჩვენს ცენტრში, მკურნალობისათვის საჭირო ყველა სახის სპეციალური აღჭურვილობა დახვდება.

Gamma Knife-ი თავის ტვინის სიმსივნისა და თავის ტვინის სხვა დაავადებების სამკურნალო, არაინვაზიური სტერეოტაქტიკური რადიოქირურგიული ინსტრუმენტია, რომელიც სკალპელისა და განაკვეთის გარეშე სამუშაოდაა შექმნილი. ამ ინსტრუმენტის წყალობით რადიაციის ფოკუსირებული ნაკადი მიმართულია უშუალოდ სიმსივნეზე. Gamma Knife-ი საშუალებას გვაძლევს ვუმკურნალოთ თავის ტვინის სიმსივნის სარისკო და არაოპერირებად შემთხვევებს, რაც ქირურგიული ჩარევის გარეშე შესაძლებელს ხდის თავის ტვინის ისეთი სიმსივნეების მკურნალობას, როგორიცაა ვესტიბულური შვანომა, მენინგიომა და თავის ტვინის სხვა მეტასტაზები. ამასთან, Acıbadem-ში Gamma Knife Icon-ის უახლესი მოდელი ფუნქციონირებს.

პაციენტებს Gamma Knife-ით მკურნალობის შესაძლებლობას მსოფლიოში სულ რამდენიმე ცენტრი სთავაზობს. შედეგად, ამ აპარატით მკურნალობის მიზნით ბევრს საზღვარგარეთ გამგზავრება უწევს. ასეთია, სამი შვილის მამა, 40 წლის ი. ლიბანიდან, რომელიც გვიამბობს: „სახის არესა და კისრის მიდამოებში თითქმის ერთი თვის განმავლობაში გაბუჟების შეგრძნება არ მტოვებდა. სტომატოლოგიურ ან ნერვის პრობლემას ვეჭვობდი. თუმცა, ერთ დილასაც ყურში ზარივით ხმამაღალი ხმა გაისმა, რომელიც შემდგომი რამდენიმე დღის მანძილზე არ დახშულა. ნეიროქირურგთან კონსულტაციის შემდგომ, მისი დანიშნულებით, MRI-ი გადავიღე. რამდენიმე დღეში მიღებული კვლევის შედეგების მიხედვით თავის ტვინში სიმსივნე აღმომაჩნდა. უფრო მეტად ინტენსიური გახდა გაბუჟებაც.“ პაციენტს ვესტიბულარული შვანომა იგივე აკუსტიკური ნეირომა დაუდგინდა, რომელიც, მართალია ავთვისებიანი არ არის, თუმცა უარყოფითად მოქმედებს შიდა ყურსა და თავის ტვინში მდებარე ბალანსირებასა და სმენასთან დაკავშირებულ ნერვებზე. მკურნალობის შესაძლებლობებზე იუსეფმა ინფორმაცია ადგილობრივი ნეიროქირურგისგან მიიღო. აღნიშნულ შემთხვევაში სიმსივნე მოქცეული იყო თავის ტვინის მნიშვნელოვან ნაწილში, კერძოდ კი ლოკოკინას ნიჟარასთან (შუა ყური) ძალიან ახლოს. შესაბამისად, მისი ამოკვეთა შეუძლებელი იქნებოდა სმენის დაქვეითებისა და სახის დამბლის განვითარების რისკების გარეშე. მაგრამ მეორე ალტერნატივას წარმოადგენდა მინიმალურად ინვაზიური პროცედურა - Gamma Knife-ი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს უშუალოდ ფოკუსირებული და ტარგეტირებული რადიაციის მეშვეობით ანადგურებს. ნეიროქირურგის რჩევით იუსეფმა Gamma Knife-ით მკურნალობა არჩია. ექიმმა თურქეთში მდებარე Acıbadem-ის საავადმყოფო ურჩია, სადაც მას ასეთი ტიპის მკურნალობის ჩატარების საშუალება ექნებოდა. თურქეთში, Acıbadem-ი ყველაზე პრესტიჟული საავადმყოფოების ჯგუფია, რომელიც მსოფლიოში კარგი რეპუტაციით სარგებლობს, განსაკუთრებით კი ეს ნეიროქირურგიის მიმართულებას ეხება.

„ჩემი ნათესავი თურქეთში მუშაობდა. დავურეკე და საავადმყოფოს შესახებ ვკითხე. მისგან გავიგე, რომ თურქეთში სამკურნალოდ ბევრი პაციენტი ჩადის. საავადმყოფოს ვებგვერდი დავათვალიერე, Gamma Knife-ზე ინფორმაციას გავეცანი და Acıbadem-ში წასვლა გადავწყვიტე,“ - გვიამბო ი.-მ.

აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი ნეიროქირურგი, რომელსაც ი.-მ თავდაპირველად მიმართა იცნობდა ნეიროქირურგიის პროფესორ კორაი ოზდუმანს, რომელიც Acıbadem-ში მუშაობს და რომელთანაც ი.-ს შემთხვევაზე კონსულტაცია შედგა. საბოლოოდ, ი.-მ მკურნალობა Acıbadem-ში ჩაიტარა, ერთი კვირის შემდეგ პაციენტი და მისი ცოლი უკვე სტამბოლში, Acıbadem-ის საავადმყოფოში იყვნენ. პროფესორმა და საავადმყოფოს პერსონალმა ისინი თბილად მიიღეს. პროფესორმა კორაი ოზდუმანმა მოუსმინა მის ჩივილებს, შემდგომ კი გასინჯა. სიმსივნის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, ექიმმა პაციენტს 3 Tesla MRI-ით თავის ტვინის სკანირება დაუნიშნა. შესაბამისი პროცედურა დაიგეგმა და მომდევნო დღეს ი.-მ Gamma Knife-ით მაღალი დოზის რადიოქირურგიული ერთი სესია ჩაიტარა.

პაციენტი ამბობს: „ყველაფერს ვაცნობიერებდი და არსებული გეგმა ჩემთვის მისაღები იყო. როდესაც პროფესორ კორაი ოზდუმანს ვესაუბრე თავს მორიგ პაციენტად კი არ ვგრძნობდი, რომელიც სტანდარტულ მკურნალობას იტარებდა, არამედ ვგრძნობდი რომ მკურნალობა ინდივიდუალურად ჩემს საჭიროებებზე იყო მორგებული. ბუნებრივია, სიმსივნის დიაგნოზის ფონზე და სახლიდან მოშორებით ყოფნის გამო, ძალიან ვღელავდი. თუმცა პროფესორ კორაი ოზდუმანთან, ექთნებთან და სხვა პერსონალთან შეხვედრის შემდეგ თავი კომფორტულად ვიგრძენი“.

Gamma Knife-ით მკურნალობის შედეგი ეტაპობრივად ვლინდება. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, შედეგი იმწუთერი არ არის. რადიოქირურგიის მეშვეობით სიმსივნური უჯრედების გენეტიკური მასალა (DNA) მკურნალობის პროცესშივე ზიანდება, რაც უჯრედებს გამრავლების საშუალებას არ აძლევს, შედეგად კი სიმსივნე თანდათან ზომაში მცირდება, რასაც 12-18 თვის პერიოდი ესაჭიროება. Gamma Knife-ით მკურნალობის მთავარი მიზანია სიმსივნის ზომის შემცირება, სიმპტომების აღმოფხვრა და სიმსივნის ზრდის პრევენცია.

ერთ წელზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ი.-მ იმკურნალა. ამ პერიოდში მისი სიმპტომებიც შემსუბუქდა. ამ დროის მანძილზე, რათა დარწმუნებულიყო რომ ყველაფერი რიგზეა, რამდენჯერმე პროფესორ კორაი ოზდუმანთან ონლაინ ზარი განახორციელა და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ Acıbadem-ში დაბრუნდა. ხელმეორედ ჩატარებულმა MRI სკანირებამ აჩვენა, რომ არსებული სიმსივნე საგრძნობლად შემცირებულია. ამჟამად პაციენტს არავითარი ჩივილი არ აწუხებს.

Acıbadem-ი ერთ-ერთია ცენტრების იმ მცირე რაოდენობიდან, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეების სამკურნალოდ Gamma Knife-ის შესაძლებლობებს იყენებს. მეტი ინფორმაციით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაესაუბროთ Acıbadem-ის საინფორმაციო ოფისებს.

ჩაეწერეთ კონსულტაციაზე, ტელეფონი: +90 216 544 46 64.

(R)

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით