გოგიტა თოდრაძე ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციაში მონაწილეობს

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ ორგანიზებულ ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის რიგით 71-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს, რომელიც 22-23 ივნისს, ჟენევაში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათი ცნობით, კონფენეციაში მონაწილეობას იღებენ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, კავკასიისა და ცენტრალურ აზიის - 56 ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების პირველი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები და ექსპერტები.

„ევროპელ სტატისტიკოსთა კონფერენციაზე სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელები იმსჯელებენ ოფიციალური სტატისტიკის მოდერნიზაციის, ქცევის ეთიკისა და ახალი მონაცემების შესახებ. განიხილავენ ეროვნული სტატისტიკური სამსახურების მიერ გასულ წლებში გადადგმულ ნაბიჯებს, ისაუბრებენ არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის ფარგლებში მოხდება ევროპელ სტატისტიკოსთა ბიუროს ახალი წევრებისა და ბიუროს თავმჯდომარის არჩევა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს