გიორგი ჩაკვეტაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ემი ქლენსის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე კომიტეტის სამოქმედო გეგმა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კომიტეტის მიერ განათლების სექტორში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი თემატური მოკვლევები.

ყურადღება გამახვილდა თემატურ მოკვლევაზე, რომელსაც გიორგი ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობს და შეისწავლის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე გავლენის შეფასებას.

„UNICEF-ის როლი ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეხვედრაზე განვიხილეთ კომიტეტის თემატური მომკვლევებისა და განათლებისა და მეცნიერების კონცეფციის შემუშავების პროცესში გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის მიმართულებები", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა UNICEF-ის განათლების ოფიცერი ნინო ფრუიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის