პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი და ნაკრების წევრები მიიღო, რომლებმაც მთავრობის ადმინისტრაციაში მსოფლიო ჩემპიონატის თასი მიიტანეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილე ლაშა გამყრელიძე, კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ასევე ნაკრების წევრები დუდა სანაძე და გიორგი შერმადინი მიიღო, რომლებმაც მთავრობის ადმინისტრაციაში მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო, James Naismith-ის სახელობის თასი მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო, James Naismith-ის სახელობის თასი საქართველოს "ტროფი ტურით" 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, კალათბურთის ფედერაციისა და FIBA-ს ერთობლივი ორგანიზებით ესტუმრა.

"ტროფი ტური" კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებში მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდოს სტუმრობას, სხვადასხვა სახის შეხვედრების და აქტივობების გამართვას მოიცავს.

კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონიაში, ფილიპინებში და ინდონეზიაში გაიმართება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს