გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა სასწავლო წლის შედეგები შეაჯამა და წლის საუკეთესო აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი დაასახელა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებითა და სტუდენტთა გამოკითხვისა და აკადემიური/სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების შედეგების მიხედვით, „წლის მეცნიერის, სამეცნიერო ნაშრომისა და საუკეთესო ლექტორის წოდება, 2022 წლის შედეგებით, მიენიჭათ აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალს:
წლის მკვლევარი:
სლავა ფეტელავას - ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორს;
წლის სამეცნიერო ნაშრომი:
ზურაბ ძლიერიშვილის - სამართლის სკოლის პროფესორის, ნაშრომს „დაუსწრებელი გადაწყვეტილება“;
წლის საუკეთესო ლექტორი:
მურთაზ კვირკვაიას - ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორს;
ლიანა სირაძეს - მედიცინის სკოლის პროფესორს;
გიორგი შაშიაშვილს - სამართლის სკოლის პროფესორს;
არჩილ გამზარდიას - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორს;
ნინელი კენჭაძეს - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორს;
ჟუჟუნა შაინიძეს - ბათუმის წარმომადგენლობის პროფესორს;
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე სამეცნიერო და აკადემიურ პერსონალს გადაეცათ სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი ჯილდო.
უნივერსიტეტის რექტორმა კიდევ არაერთი წარმატება უსურვა თითოეულ მათგანს სამეცნიერო საქმიანობასა და მომავალი თაობის აღზრდაში.