რომეო მიქაუტაძე - ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ, ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიება დედაენის ბაღში გაიმართა, სადაც რომეო მიქაუტაძემ ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური" გამარჯვებული სკოლა „დეა" დაჯილდოვა.

როგორც რომეო მიქაუტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კამპანია „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური" ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რადგან ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია.

„პროექტს "საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის" ფარგლებში ვახორციელებთ, ის ხელს უწყობს შესაბამისი ჩვევების გამომუშავებას. ხშირ შემთხვევაში, ბავშვები მიღებულ ცოდნას თავიანთ მშობლებს უზიარებენ და მათაც მოუწოდებენ, მიიღონ ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები. შესაბამისად, კონკურსის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური" მიზანი სწორედ ახალგაზრდა თაობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაა, რადგან ისინი ქმნიან ქვეყნის მომავალს. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის მსგავსი კონკურსები და აქტივობები საქართველოს რეგიონებშიც გაიმართა და სამომავლოდაც რეგულარულად ჩატარდება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

უწყების ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში თბილისის სამი სკოლა დაჯილდოვდა - მათ ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის მიმდინარეობისას ყველაზე მრავალფეროვანი, კრეატიული და მასობრივი აქტივობები მოიფიქრეს და განახორციელეს.

კონკურსში მეორე ადგილი თბილისის 169-ე, ხოლო მესამე ადგილი - თბილისის 106-ე სკოლებმა დაიკავეს. მათ სერტიფიკატები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ გადასცეს.

სამინისტროს განმარტებით, მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში დედანის ბაღში სხვა ღონისძიებებიც გაიმართა, კერძოდ, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენა და ენერგოეფექტური ღუმელების, მზის წყლის გამაცხელებლების, მზის პანელების, ბიომასის ქვაბებისა და სხვა ტექნოლოგიური სიახლეების მუშაობის დემონსტრირება. მათი ცნობით, გარდა ამ აქტივობებში მონაწილეობისა, ნებისმიერ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ინფორმაცია მიეღო ბრიკეტებისა და სხვა ენერგოეფექტური მასალების შესახებ. ბაღში ასევე გაიმართა ენერგოეფექტური ტრანსპორტის გამოფენაც, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ენერგოეფექტური, მწვანე ავტომობილების მახასიათებლებს და ინფორმაცია მიეღოთ მათი უპირატესობების შესახებ. მდგრადი ენერგეტიკის დღე კონცერტით დასრულდა.

უწყების განმარტებით, ცნობიერების ამაღლების კამპანია, ისევე როგორც მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით, "საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის" ფარგლებში ჩაატარა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა