რეჟისორი გიორგი კაჭარავა - ყველა მხარე, კინოს ხათრით, შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნას სამუშაო რეჟიმი, ყველა წარმოადგენს პროექტებს

ყველა მხარე, კინოს ხათრით, შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნას სამუშაო რეჟიმი, ყველა წარმოადგენს პროექტებს, - ამის შესახებ რეჟისორმა, გიორგი კაჭარავამ კინოს სფეროს წარმომადგენლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ, თეა წულუკიანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რეჟისორის თქმით, დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში არ ყოფილა კინოცენტრის დირექტორის არჩევის საკითხი.

„საკითხები, რომელიც წამოყენებული იყო ყველა განიხილა. ყველა მხარე, კინოს ხათრით, შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნას სამუშაო რეჟიმი, ყველა წარმოადგენს პროექტებს.

თუ ვინ იქნება კინოცენტრის დირექტორი, საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. კინოცენტრის დირექტორზე კი არ არის საუბარი, ლაპარაკია იმაზე თუ ვინ განახორციელებს(მართვას), ადმინისტრაციული სამსახური თუ შემოქმედებითი. ჩემი წინადადებით ორი დირექტორი უნდა იყოს“, - განაცხადა კაჭარავამ.

კითხვაზე, თუ როდის დაიწყება კინოცენტრში რეფორმა, კაჭარავა პასუხობს, რომ მინისტრს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

„რეფორმები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მინისტრმა განაცხადა, რომ სარეფორმო ჯგუფი იქნება. მთავარია ერთი რამ, რომ მინისტრს კანონი არ დაურღვევია, მას აქვს კანონიერი უფლება პირდაპირ დანიშნოს. ბოლოს დაგვეთანხმა, რომ კანდიდატურები დაგვესახელებინა“, - განაცხადა კაჭარავამ.

ცნობისთვის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი კინოს სფეროს 50-მდე წარმომადგენელს შეხვდებოდა. მათივე თქმით, შეხვედრა გაუმჭვირვალედ დაიგეგმა და მათ ამის შესახებ სამინისტროსგან ოფიციალური ცნობა არ მიუღიათ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება