ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საერთაშორისო გასტრონომიულ გზამკვლევ „გოემიოს“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საერთაშორისო გასტრონომიულ გზამკვლევ „გოემიოს“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ოამიძემ და გო ე მიოს დირექტორმა მია კუპრავამ.

„მემორანდუმის მიზანია გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, განვითარება და გასტრონომიული ღონისძიებების დაგეგმვა. ასევე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული გასტრონომიული ტურიზმისა და გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაცია.

გო ე მიო (Gault & Millau) კულინარიის გზამკვლევია, რომელიც 1965 წელს რესტორნის კრიტიკოსებმა ჰენრი გო-მ Henri Gault და კრისტიან მიო-მ Christian Millau დააარსეს. გზამკვლევი მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, იაპონიაში და ა.შ. Gault & Millau-ს რესტორნების 20 ქულიანი შეფასების სისტემა აქვს შემუშავებული. Gault & Millau-ის გზამკვლევი ყოველწლიურად გამოიცემა და საუკეთესო რესტორნების, შეფ-მზარეულებისა და სხვადასხვა ქვეყნის კულინარიის შესახებ ინფორმაციას მოიცავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის