ევანგელურ-ლუთერული და კათოლიკური ეკლესიები დღეს იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტო ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას დღესასწაულს ულოცავს.
„სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს უახლოეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა და მაცხოვარი მდინარე იორდანეში მონათლა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს მათ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.