გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ბიზნესმენი გიორგი სვანიძე ესტუმრა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანის, პროფესორ ვახტანგ ჭარაიას მოწვევით, ბიზნესმენი გიორგი სვანიძე ესტუმრა.

უნივერსიტეტის ცნობით, საჯარო ლექციაზე, რომელსაც გრუნის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, მოწვეულმა სტუმარმა ბიზნესის წამოწყებისა და სწორად წარმართვის, ასევე, თავისი გამოცდილებისა და იმ წარმატების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანითა და გაშენებით მიაღწია. მოწვეულმა სტუმარმა აღინიშნა, რომ დღეს საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

„ბიზნესმენმა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმებიც გააცნო და დაინტერესების შემთხვევაში, ყველანაირი მხარდაჭერა აღუთქვა უნივერსიტეტსა და ახალგაზრდებს.

საჯარო ლექციის დასრულების შემდგომ ბატონმა გიორგი სვანიძემ უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის მიერ ნაკურთხი ზეთისხილის ნერგები, რომელთა დარგვაშიც, სტუდენტებთან, პროფესორებთან და უნივერსიტეტის რექტორთან მამუკა თავხელიძესთან ერთად, თავადაც მიიღო მონაწილეობა.

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო პროექტებზე, მათ შორის, ერთობლივი ღონისძიებების გამართვის, სტუდენტების დაფინანსების, სტაჟირებისა და სხვა საკითხების შესახებ“, - ნათქვამია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება