შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარე - შონ ო ფარელი დელეგაციასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ბესიკ ტეფნაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

„მხარეებმა საქართველოსა და ირლანდიას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებისა და მათი გაცემის წესის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა