ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დანაშაულზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების მიზნით, პროკურატურამ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შეიმუშავა

პროკურატურამ, ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტების პრევენციის და ამ დანაშაულზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების მიზნით, პარლამენტთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შეიმუშავა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ცვლილება ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს მსგავსი დანაშაულის პრევენციას.

„აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული დანაშაულის პრევენციაა. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, დაინტერესებულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო