ორბელიანების სასახლესთან აქცია იმართება, რომლის მონაწილეებიც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

მთელი ჩვენი ცხოვრება ამ ურთულეს პერიოდში მოწოდებულია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს უძვირფასესი მონაპოვარი. ამ დროს, რას აკეთებს ის ქალბატონი, რომლის გაყვანაც, გათრევაც პრეზიდენტად, ამ სასახლეში შებრძანება ძალიან ძვირი დაგვიჯდა, - ამის შესახებ „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ ლიდერმა ვატო შაქარაშვილმა პრეზიდენტის სასახლის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე ისაუბრა.

ვატო შაქარაშვილმა აღნიშნული განცხადებით „საქართველო უპირველეს ყოვლისას” მხარდამჭერებს მიმართა, რომლებიც ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

შაქარიშვილის თქმით, მათთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება „მთავარი არხის” დირექტორის შეწყალების შესახებ და მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა.

ამასთან, ვატო შაქარაშვილი და მისი მხარდამჭერები სალომე ზურაბიშვილის გადადგომას მოითხოვენ და პრეზიდენტის მისამართით სკანდირებენ” მოღალატე”.

„ამ სასახლეს ვცემთ კიდევ პატივს თორემ კვერცხსაც იმსახურებს და კიდევ, საღებავებსაც. როდესაც დიღმიდან, აშშ-ს საელჩოდან და ქვეყნის გარედან მას მისცეს მითითება, გამოვიდა და წავიდა ამ დიდი პროვოკაციაზე. გვარამიას შეწყალება იყო პროვოკაცია. სალომე ზურაბიშვილი წავიდა საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაზე. ალბათ, თავმოყვარეობაზე ლაპარაკი უხერხულია. თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა, ან საკუთარ რეპუტაციას სცემდეს პატივს, ან საკუთარ ხალხს, ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, მაგრამ სულ მცირე თავმოყვარეობა მაინც თუ შერჩენია მას, დღესვე უნდა დატოვოს თანამდებობა და შეუერთდეს ხაბეიშვილებს, წითლიძეებს, კუპრავებს და დესტრუქციულ ძალებს, სადაც მისი რეალური ადგილი ყოფილა. ვხედავთ რა ვითარებაა ჩვენ გარშემო, მსოფლიოში და ეს მშვიდობა კბილებით გვიჭირავს, ხელისუფლებას, ეკლესიას, მოსახლეობას. მთელი ჩვენი ცხოვრება ამ ურთულეს პერიოდში მოწოდებულია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს უძვირფასესი მონაპოვარი. ამ დროს, რას აკეთებს ის ქალბატონი, რომლის გაყვანაც, გათრევაც პრეზიდენტად, ამ სასახლეში შებრძანება ძალიან ძვირი დაგვიჯდა თითოეულ ჩვენგანს”, - განაცხადა შაქარიშვილმა.

ამასთან, ის ბოდიშს უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცეს “ამ ქალს და გაამარჯვებინეს”.

შაქარიშვილის თქმით, პროტესტი ზურაბიშვილის წინააღმდეგ ერთჯერადი ხასიათის არ იქნება და გაგრძელდება, რადგან “ის არის მოღალატე”.

მისივე განმარტებით, „სალომე ზურაბიშვილი საქმიანობას ორშაბათიდან მარტივად ვერ გააგრძელებს“.

თავად აქციის მონაწილეები კი, შაქარიშვილის მისამართით სკანდირებენ “ვატოს გაუმარჯოს!”

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ორბელიანების სასახლესთან აქცია იმართება, რომლის მონაწილეებიც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

მთელი ჩვენი ცხოვრება ამ ურთულეს პერიოდში მოწოდებულია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს უძვირფასესი მონაპოვარი. ამ დროს, რას აკეთებს ის ქალბატონი, რომლის გაყვანაც, გათრევაც პრეზიდენტად, ამ სასახლეში შებრძანება ძალიან ძვირი დაგვიჯდა, - ამის შესახებ „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ ლიდერმა ვატო შაქარაშვილმა პრეზიდენტის სასახლის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე ისაუბრა.

ვატო შაქარაშვილმა აღნიშნული განცხადებით „საქართველო უპირველეს ყოვლისას” მხარდამჭერებს მიმართა, რომლებიც ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

შაქარიშვილის თქმით, მათთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება „მთავარი არხის” დირექტორის შეწყალების შესახებ და მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა.

ამასთან, ვატო შაქარაშვილი და მისი მხარდამჭერები სალომე ზურაბიშვილის გადადგომას მოითხოვენ და პრეზიდენტის მისამართით სკანდირებენ” მოღალატე”.

„ამ სასახლეს ვცემთ კიდევ პატივს თორემ კვერცხსაც იმსახურებს და კიდევ, საღებავებსაც. როდესაც დიღმიდან, აშშ-ს საელჩოდან და ქვეყნის გარედან მას მისცეს მითითება, გამოვიდა და წავიდა ამ დიდი პროვოკაციაზე. გვარამიას შეწყალება იყო პროვოკაცია. სალომე ზურაბიშვილი წავიდა საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაზე. ალბათ, თავმოყვარეობაზე ლაპარაკი უხერხულია. თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა, ან საკუთარ რეპუტაციას სცემდეს პატივს, ან საკუთარ ხალხს, ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, მაგრამ სულ მცირე თავმოყვარეობა მაინც თუ შერჩენია მას, დღესვე უნდა დატოვოს თანამდებობა და შეუერთდეს ხაბეიშვილებს, წითლიძეებს, კუპრავებს და დესტრუქციულ ძალებს, სადაც მისი რეალური ადგილი ყოფილა. ვხედავთ რა ვითარებაა ჩვენ გარშემო, მსოფლიოში და ეს მშვიდობა კბილებით გვიჭირავს, ხელისუფლებას, ეკლესიას, მოსახლეობას. მთელი ჩვენი ცხოვრება ამ ურთულეს პერიოდში მოწოდებულია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს უძვირფასესი მონაპოვარი. ამ დროს, რას აკეთებს ის ქალბატონი, რომლის გაყვანაც, გათრევაც პრეზიდენტად, ამ სასახლეში შებრძანება ძალიან ძვირი დაგვიჯდა თითოეულ ჩვენგანს”, - განაცხადა შაქარიშვილმა.

ამასთან, ის ბოდიშს უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცეს “ამ ქალს და გაამარჯვებინეს”.

შაქარიშვილის თქმით, პროტესტი ზურაბიშვილის წინააღმდეგ ერთჯერადი ხასიათის არ იქნება და გაგრძელდება, რადგან “ის არის მოღალატე”.

მისივე განმარტებით, „სალომე ზურაბიშვილი საქმიანობას ორშაბათიდან მარტივად ვერ გააგრძელებს“.

თავად აქციის მონაწილეები კი, შაქარიშვილის მისამართით სკანდირებენ “ვატოს გაუმარჯოს!”

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო