რომეო მიქაუტაძე აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე თელავში აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების (სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, რუსთავის, კასპის, ყვარლის, წალკის, საგარეჯოს, ხაშურის, დუშეთის, დედოფლისწყაროს, გარდაბნის, თიანეთის, ყაზბეგის, დმანისის და თელავის) სამშენებლო და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ პრეზენტაცია გააკეთა ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნებისა და მათი შესრულების პროცედურების შესახებ, რომლის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

მათივე ცნობით, ბიზნესის შეკითხვებს ასევე უპასუხეს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Gopa-intec-ისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა.

„2023 წლის 1 ივლისიდან საქართველოში შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ამოქმედდება, რომელთა დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენის გარეშე პროექტი სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს. დეკლარაციის წარმოებას პროექტის ავტორები ონლაინ - პლატფორმის მეშვეობით შეძლებენ.

სამინისტროს ორგანიზებით, მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნებისა და მათი შესრულების პროცედურების შესახებ უკვე ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, "საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის" ფარგლებში, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Gopa-intec-თან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ენერგეტიკული კანონმდებლობის შემუშავებას განახლებადი ენერგიების, ენერგეტიკული ბაზრისა და ენერგოეფექტურობის კუთხით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით