პარლამენტთან აქცია სახელწოდებით „ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთთან!” მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციის „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” ორგანიზებით, აქცია სახელწოდებით „ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთთან!” მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რუსეთში განვითარებული შიდა დაპირისპირების ფონზე რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვარი ჩაიკეტოს, რადგან, მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე შემოვა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჟორჟ ჟამერაშვილმა განაცხადა, მთავრობამ უნდა მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო, რომელიც რუსეთში მცხოვრები ქართველების ქვეყანაში დაბრუნებას მოახერხებს და საზღვარი უნდა ჩაიკეტოს მანამ, სანამ ქართველები აფხაზეთში თავისუფლად ჩასვლას არ შეძლებენ.

„დღევანდელი აქციის მოთხოვნაა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარი ჩაიკეტოს. მოგეხსენებათ, რუსეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც შეიძლება პუტინის რეჟიმის შეცვლით დასრულდეს. ამ შემთხვევაში, გამოჩნდება მეორე მხარე - ვინ მოდის და ვინ ცვლის რეჟიმს. ბრძოლა ორ სხვადასხვა ძალას შორისაა. დღევანდელი აქციის შემდეგ ჩვენ მიმართ შეიძლება წამოვიდეს აზრი, რომ პროტესტით რეალურად „ვაგნერს” ვუჭერთ მხარს, მაგრამ ასე არ არის. ჩვენთვის კარგია ის, რომ რუსეთი ცვლილებებს იწყებს. მოთხოვნა - ჩაიკეტოს საზღვარი, გამოწვეულია იქიდან, რომ მოსკოვში თვითმფრინავის ყველა ბილეთი, საქართველოს მიმართულებით და არა მხოლოდ, გაყიდულია. რუსები ქვეყნიდან გარბიან, რაც საქართველოში ძალიან ბევრი რუსის ჩამოსვლას გამოიწვევს იმის ფონზე, რომ ეს ისედაც არ გვაკლია. უნდა მოიწვიონ უსაფრთხოების საბჭო, რომელიც რუსეთში მცხოვრები ქართველების უკან დაბრუნებას მოახერხებს და ამის შემდეგ, დროებით, იქამდე მაინც, სანამ აფხაზეთში თავისუფლად ჩასვლის შესაძლებლობა არ გვექნება, საზღვარი უნდა ჩაიკეტოს”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით