პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დამსაქმებელ კომპანიასთან შეთანხმების შედეგად, მაღაროელები პროტესტს წყვეტენ, ჭიათურის მაღარო კი მუშაობას 1-ელი ივლისიდან განაახლებს

პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა. სპეციალური რეჟიმი გაუქმდა და ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, 1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება, ხოლო, თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, მოლაპარაკების საგანი გახდება.

„პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა! შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა. სპეციალური რეჟიმი გაუქმდა და ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს!

2022 წლის ინფლაციის მაჩვენებელი 11,9 % იყო. შეთანხმების მიხედვით, პირველი იანვრიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით, დასაქმებულებს ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით, დაემატებათ 100%-იანი ხელფასის 5% იმ 60%-იან ხელფასზე, რომელზეც თებერვლიდან მუშაობდნენ. პირველი ივლისიდან კი დამატებით 6,9 %. აღნიშნული შეთანხმება მოხდა პროფესიულ კავშირებისა და დამსაქმებელს შორის არსებული კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში, სადაც 6.7 პუნქტის თანახმად გაწერილია ინფლაციის ინდექსის მატება ხელფასზე - ,,1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება. ხოლო, თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, იქნება მოლაპარაკების საგანი".

იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტის ფონზე მოლაპარაკება, პროფკავშირებმა დამსაქმებელს მიმართა თხოვნით, 2022 წლის მაჩვენებლის ათვისება სრულად მომხდარიყო. დამსაქმებელმა, კოლექტიური შეთანხმების ფარგლებში, გაითვალისწინა თხოვნა და ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, დასაქმებულებს ანაზღაურება სრულად ემატებათ.

ნიშანდობლივია, რომ მოთხოვნილ დანარჩენ 13 პუნქტზეც, დამსაქმებლის მხრიდან ძალაში რჩება პრინციპული თანხმობა, შეიქმნას ერთობლივი კომისია: დასაქმებულების, პროფესიული კავშირების, სახელმწიფოს წარმომადგენლის, შრომის ინსპექციის წარმომადგენლებისგან და შესაბამისად მოხდეს ამ საკითხების განხილვა, მოწესრიგება და აღმოფხვრა”, - აღნიშნულია პროფკავშირებს გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მაღაროში დასაქმებულები თბილისსა და ჭიათურაში აქციებს ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდნენ. ისინი „ჯორჯიან მანგანეზისგან” 14-პუნქტიანი მოთხოვნის შესრულებას ითხოვდნენ, რომელთა შორის ანაზღაურების მატებასთან ერთად, შვებულებით სარგებლობის უფლება, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე გაკონტროლება, დაზღვევის პირობების გაუმჯობესება იყო. მაღაროელების ნაწილი რამდენიმე დღის განმავლობაში ჭიათურაში, ნაწილი კი თბილისში, პარლამენტთან შიმშილობდა. რამდენიმე პირმა უკიდურეს ფორმასაც კი მიმართა და პირი და თვალები ამოიკერა. 13-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მაღაროელებმა პროტესტი შეწყვიტეს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება