„რუსებო, წადით!“ - ამ მოწოდებით თბილისში სტუდენტების ნაწილის მსვლელობა იმართება

არასამთავრობო ორგანიზაციის “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” ორგანიზებულმა აქციამ სახელწოდებით “ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთთან!” პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის ქუჩებში გადაინაცვლა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია, თბილისში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს პროტესტის ხმა მიაწვდინონ და დისკომფორტი შეუქმნან.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ - „რუსებო, წადით!“

აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და რუსეთ-საქართველოს საზღვარი არ ჩაიკეტება, ისინი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ითანამშრომლებენ, იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, მთავრობას ამ გადაწყვეტილების მიღება როგორ აიძულონ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტთან აქცია დღეს, 19:00 საათზე დაიწყო. ამ წუთებში კი, აქციის მონაწილეები ძველ თბილისში მსვლელობას აწყობენ.

ორგანიზატორების მოთხოვნაა, რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მოსალოდნელი ჩამოსვლის გამო, რუსეთ-საქართველოს საზღვარი დროებით ჩაიკეტოს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025