თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოქმედებითი ვორქშოფი „წერის არქიტექტურა” გაიმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხვალ, შემოქმედებითი ვორქშოფის „წერის არქიტექტურის“ ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლები ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ლიტერატურული წერის ტექნიკას გააცნობენ. კერძოდ, ისინი პერსონაჟის შექმნასა და კარგი დიალოგის წერაზე ისაუბრებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემოქმედებითი ვორქშოფი „წერის არქიტექტურა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტის - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ნაწილია.

„ყოველ წელს ლეგენდის გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე უნივერსიტეტი მასპინძლობს ორდღიან პრაქტიკულ ვორქშოფს ლიტერატურაში, რომელიც ეხმარება სტუდენტებს დაეუფლონ ლიტერატურული წერის ტექნიკას. წელს ვორქშოფი "ბიბლუსთან" პარტნიორობით იმართება.

შემოქმედებითი ვორქშოფისთვის თბილისში აკრედიტებული სხვადასხვა უნივერსიტეტის კონკურსის საფუძველზე 15 სტუდენტი შეირჩა. ტრადიციულად შემოქმედებითი ვორქშოფის მთავარი თემაა - როგორ შევქმნათ ამბავი. ხუთი ტრენერი სხვადასხვა თემაზე პრაქტიკული სავარჯიშოებით დატვირთულ სესიებს მართავს, ვორქშოფი ბექა ადამაშვილმა გახსნა თემით „როგორ იბადება იდეები, როგორ დავხვეწოთ ისინი“, ვორქშოფი ბასა ჯანიკაშვილის ტრენინგით „კონტექსტი და წინაპირობა - როგორ განვითარდეს ნაწარმოები“ გაგრძელდა და მარი ბექაურის თემით „ნაწარმოების სტრუქტურა - როგორ ავაგოთ სიუჟეტი“ დასრულდა.

პროექტის ძირითადი მიზანია შექმნას სტუდენტებისთვის საინტერესო და სასარგებლო პრაქტიკული კურსი და მოამზადოს ისინი „შემოდგომის ლეგენდის“ კონკურსისთვის. კურსის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ როგორ მოიფიქრონ საინტერესო და მიმზიდველი სათაური, როგორ შექმნან სიუჟეტი, მოყვნენ ამბავს საინტერესოდ და წერონ გამართული დიალოგები, როგორ გამოიმუშაონ წერის საკუთარი სტილი, დაეუფლონ ძირითად ლიტერატურულ ხერხებს, შეიქმნან მწერლისთვის აუცილებელი საბაზისო უნარ-ჩვევები და უფრო მარტივად დაწერონ ახალი ნაშრომები.

ტრადიციულად კურსის ბოლოს მინი კონკურსი გამოცხადდება, სადაც მონაწილეები ტრენერების დავალებით ახალ ნაშრომებს შექმნიან. საუკეთესო ნამუშევრის ავტორი ავტომატურად შემოდგომის ლეგენდის ფინალისტი გახდება, დანარჩენ მონაწილეებს სპეციალური პრიზები და სერტიფიკატები გადაეცემათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის