კახა კალაძე ოპოზიციაზე - ეს ადამიანები პირდაპირ ქვეყნის მტრები არიან - ჩვენ 12-პუნქტიან გეგმას ზედმიწევნით ვასრულებთ, რომ სალაპარაკო არაფერი დარჩეს, მინდა მჯეროდეს, უსამართლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და კიდევ ჩვენი მოსახლეობა არ დაიჩაგრება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

კალაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის მტრები არიან.

„ეს ადამიანები თავიანთი ქმედებებით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგებიან იმას, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან ამ ქვეყნის მტრები, ჩვენი ევროინტეგრაციის და ევროპული ინტეგრაციის მტრები არიან, ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას. ყველაფერს აკეთებდნენ ვიზალიბერალიზაციის პროცესი როდესაც მიდიოდა, კაბინეტებში დარბოდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ მომხდარიყო. იგივე იყო ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დროს და დღეს იგივე ხდება.

საქართველო აღნიშნულ სტატუსს მართლა იმსახურებდა. თუ რომელიმე ქვეყანას კარგი მაჩვენებლები აქვს და წინ გადადგმული ნაბიჯები ჰქონდა, ეს ჩვენი ქვეყანა იყო. საუკეთესო იყო და ეს თავადვე აღნიშნეს, რომ საქართველოსთან მიმართებით უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული იყო. გასაგებია პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყო და მოგვცეს, ეს 12-პუნქტიანი გეგმა, მზად ვართ და ამ 12-პუნქტიან გეგმასაც ზედმიწევნით ვასრულებთ, რომ ვინმეს სალაპარაკო არაფერი დარჩეს. მინდა მჯეროდეს, რომ უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება და კიდევ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა არ დაიჩაგრება“,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო