გრიგოლ გეგელია - კობახიძე აცხადებს, რომ მისი საქმე არ არის რუსეთის შიდა პოლიტიკა, თითქოს ვინმეს აინტერესებდეს მისი ანალიტიკური შეხედულებები - რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ ზომების მიღებით რუსულ შიდა პოლიტიკაში ჩაერია ვინმე?

"ლელოს" საგარეო მდივნის გრიგოლ გეგელიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიზანია, ქართული პოლიტიკის სწორედ რუსულ შიდა პოლიტიკასთან სრული მიბმა.

როგორც მან აღნიშნა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სამშვიდობო დიალოგის წარმოების მხრივ "ქართულ ოცნებას" არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია.

„ბატონი კობახიძე აცხადებს, რომ მისი საქმე არ არის სხვა სახელმწიფოების, მათ შორის, რუსეთის შიდა პოლიტიკა. თითქოს ვინმე ეკითხა, ან აინტერესებდეს კობახიძის ანალიტიკური შეხედულებები რუსეთში მიმდინარე პროცესებზე.

კობახიძეს, როგორც მმართველი გუნდის თავმჯდომარეს, თავის თანაპარტიელებთან ერთად, ამ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე კონსტიტუციური პასუხისმგებლობა აკისრია.

მოწოდება არა რომელიღაც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩართვა იყო, არამედ ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ის, რაც საქართველოზე ბევრად მოწინავე, ძლიერმა და დაცულმა სახელმწიფოებმა გააკეთეს, მათ შორის პოლონეთმა, ესტონეთმა და ლატვიამ. ფაქტობრივად, ყველა წამყვანმა სახელმწიფომ, ვისაც რუსული იმპერიული წარსულის გამოცდილება და ელემენტარული სახელმწიფოებრივი გონი გააჩნია. რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ ამ ზომების მიღებით რუსულ შიდა პოლიტიკაში ჩაერია ვინმე?

ფაქტი სახეზეა - ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად დაბლაგვებული და ჩამოშლილია. საქართველოს მთავარი მეტოქე სახელმწიფოს ფარგლებში უსაფრთხოების თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მოვლენამ ისე ჩაიარა, რომ ქართულ სახელმწიფოს ყურიც არ შეუბერტყავს, ეს არის ანტი-სახელმწიფოებრივი ანომალია.

ჩვენი მიზანია ქართული სახელმწიფოს დაცულობა, მშვიდობა და კეთილდღეობა. ამასთან, ჩვენი აუცილებელი მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ მიზნით სამშვიდობო დიალოგის წარმოება, რა მიმართულებითაც "ქართულ ოცნებას" არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია, ხოლო კობახიძის მიზანია ქართული პოლიტიკის სწორედ რუსულ შიდა პოლიტიკასთან სრული მიბმა“, - განაცხადა გეგელიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო