თბილისში აქცია-პერფორმანსი - „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ გაიმართა

“მოსკოვს ცრემლების არ სჯერა”,- ამ ლოზუნგით თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან "ევროპული საქართველოს" ინიციატივით აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორებს კლასიკური გიმნაზიის წინ დადგმული აქვთ მონიტორი, სადაც მათ მხარდამჭერებს პროგოჟინის და შოიგუს „რეალურ სახეს“ ფილმის ფორმით უჩვენებენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ სურთ მხარდამჭერებთან ერთად რუსეთში განვითარებული მოვლენები მიმოიხილონ და “რუსეთის სირცხვილი” აღნიშნონ.

“ჩვენ ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად პერიოდულად ვიკრიბებით ხოლმე ქუჩაში იმისთვის, რომ რაც გვწყინს ან გვიხარია, ეს აღვნიშნოთ. ჩვენ გვიხარია, რომ რუსეთმა ასეთი სირცხვილი ჭამა და ვაპირებთ ამ სირცხვილის შეჯამებას. ვფიქრობ, რომ ეს გზავნილი კარგი იქნება, არა მარტო ამ ქვეყნისთვის, არამედ რუსებისთვის. ჩვენი სურვილია, რომ პოპკორნით ვუგულშემატკივროთ რუსეთის განადგურებას. აქციაზე ვაჩვენებთ რა ხდება რუსეთში რეალურად, ვინ არის პრიგოჟინი, ვინ არის შოიგუ, რა როლი აქვს ახლა და რა როლი ჰქონდა მას 30 წლის წინ აფხაზეთში", - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში