აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მოადგილეებთან - გურამ მისაბიშვილთან და იგორ კოპალიანთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მცხოვრებ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა სოფელ წინწყაროში მცხოვრები დევნილების საჭიროებები მოისმინეს და მოსახლეობას ის განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნეს, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აფხაზეთიდან დევნილებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, მათი საჭიროებების შესაბამისი სოციალური და სხვა სახის პროექტები განხორციელდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პირადად მათგან მოგვესმინა ის გამოწვევები, რომლებიც სოფელ წინწყაროში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას და გაგვეზიარებინა ინფორმაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამებისა და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტების შესახებ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია და მათთან ერთად დასმული საკითხები ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი აუცილებლად ხდება,“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო