„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ვლადიკავკაზ-თბილისის D-700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 138,0-154,3 კილომეტრებზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, 27 ივნისს, ვლადიკავკაზ-თბილისის D-700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 138,0-154,3 კილომეტრებზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინფორმაციით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 27 ივნისის 06:00-დან 18:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ციხისძირის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ანანურს, ციხისძირს, ცივწყაროს, პავლეურს,ზოტიკიანთკარს, შალიანთკარსა და ანანურის აგარაკებს.

„ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს