ამერიკა, ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით არიან და რუსეთისთვის საჯიჯგნად არც ერთ შემთხვევაში არავინ მიგვატოვებს - აუცილებლად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სენატის, კონგრესისა და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, შეხვედრაზე მთავარ თემებს ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - „საკანონმდებლო აქტი“ და „შავი ზღვის მხარდაჭერის აქტი“ წარმოადგენდა, რომლებიც წლის ბოლომდე იქნება მიღებული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, „საკანონმდებლო აქტით“ სენატი საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, „შავი ზღვის მხარდაჭერის აქტი“ კი საქართველოს მილიონობით ინვესტიციასა და ათასობით სამუშაო ადგილს მოუტანს.
ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას შეეხო.
„საქართველო რუსული ძალისგან - „ქართული ოცნებისგან“ გასათავისუფლებელია. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაში სრული მხარდაჭერა გვექნება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. გარდა ამისა, სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებს ვსვამთ. ჩვენ რომ გვყავდეს ეროვნული ინტერესებით მოძრავი ხელისუფლება, ამას გააკეთებდა უკვე და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანწილად რეალიზებული იქნებოდა, მაგრამ როცა ხელისუფლებას უვიზო მიმოსვლა რუსეთთან აინტერესებს და არა ამერიკასთან, ვართ იმ რეალობაში, რაშიც ვართ. ასე რომ, ჩვენ გავიმარჯვებთ. საქართველო გაიმარჯვებს. ამერიკა ჩვენს გვერდით არის. ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით არიან და რუსეთისთვის საჯიჯგნად არ მიგვატოვებს არც ერთ შემთხვევაში არავინ. აუცილებლად გავიმარჯვებთ საბოლოო ჯამში,“ - განაცხადა ვაშაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"