ზაზა ვაშაყმაძე კონფერენციის - „რელიგია და კანონის უზენაესობა“ მონაწილეებს შეხვდა

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი“, ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება თემაზე: „რელიგია და კანონის უზენაესობა“.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტისა“ და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა.

სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, იმ დროს, როცა თანამედროვე მსოფლიო მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშე დგას, მნიშვნელოვანია რელიგიის თავისუფლების დაცვა როგორც პიროვნულ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე.

მოწვეულმა სტუმრებმა, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა და ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, გერმანიის, ყაზახეთის, მოლდოვას, პოლონეთის, უნგრეთის, სინგაპურის წარმომადგენელმა რელიგიის ექსპერტებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ სამდღიანი კონფერენციის მუშაობა ნაყოფიერი იქნება.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის