სალომე სამადაშვილი - ჩვენ ვნახეთ გადამალული, სადღაც გამქრალი ხელისუფლება, რაც აჩვენებს, რომ გადამწყვეტ მომენტებში და მნიშვნელოვანი გამოწვევების პირობებში რეალურად ხელისუფლება არ გვყავს

ჩვენ ვნახეთ გადამალული, სადღაც გამქრალი ხელისუფლება, რაც აჩვენებს, რომ გადამწყვეტ მომენტებში და მნიშვნელოვანი გამოწვევების პირობებში რეალურად ხელისუფლება არ გვყავს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა რუსეთში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში მიმდინარე მოვლენებმა საქართველოს მოქალაქეებში გააჩინა უსაფრთხოების გამოწვევის განცდა და მათ სჭირდებოდათ პასუხი ხელისუფლებისგან, თუ როგორ აპირებს გამოწვევებთან გამკლავებას, რაც ვერ მიიღეს.

„რუსეთში მიმდინარე მოვლენებმა, რაც ცხადია ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის და არ ვიცით, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, საქართველოს მოქალაქეებში გააჩინა განცდა უსაფრთხოების გამოწვევის. ამ ვითარებაში ხელისუფლების ვალდებულებაა, აჩვენოს საკუთარ მოქალაქეებს, რომ ის აანალიზებს ამ გამოწვევას, აქვს სამოქმედო გეგმა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში. იმ დღეს რომ უბრალოდ გაქრა ხელისუფლება, ეს იყო საკუთარი ხალხის მიტოვება, რომელსაც სჭირდებოდა პასუხი იმ ხალხისგან, რომელსაც ჰქვია ამ ქვეყნის ხელისუფლება, თუ რა საფრთხეები იყო და რის გაკეთებას გეგმავს ხელისუფლება მასთან გასამკლავებლად. ამის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ გადამალული, სადღაც გამქრალი ხელისუფლება, რაც აჩვენებს იმას, რომ გადამწყვეტ მომენტებში და მნიშვნელოვანი გამოწვევების პირობებში რეალურად ხელისუფლება არ გვყავს,"- განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილი ასევე გამოეხმაურა სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის დევიდ ო სალივანის ვიზიტს საქართველოში და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა სანქციებთან მიმართებით ბუნდოვანია, რადგან ლიდერები საუბრობენ, რომ სანქციებს არ უერთდება ქვეყანა, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ სანქციების დაცვა ხდება.

„ევროკავშირმა გაამკაცრა რეგულაციები და ზემოქმედების ბერკეტები იმ ქვეყნებისთვის ვინც არ არიან ევროკავშირის წევრი და ეხმარებიან რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში. ახლა ჩამოდის შესაბამისი ოფიციალური პირი, რომ განუმარტოს ეს პოზიცია საქართველოს ხელისუფლებას და შესთავაზოს თანამშრომლობა, რომ არ მოხდეს ამ ქვეყნის გადაქცევა შავ ხვრელად და თუ "ქართულ ოცნებას" არ სურს თანამშრომლობა ამ მიმართულებით, მაშინ ისინი უარს ამბობენ რეალურად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და სხვა ყველაფერზე, რადგან იმ ქვეყანას, რომელიც არ იზიარებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს, არ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, გაწევრიანდეს ევროკავშირში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა