„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც პროფესიული სასწავლებლებისა და კოლეჯების ელექტრობის მიმართულების სტუდენტები გახდებიან, შეთავაზება აქვს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“, აბიტურიენტებისთვის, რომლებიც პროფესიული სასწავლებლებისა და კოლეჯების ელექტრობის მიმართულების სტუდენტები გახდებიან, შეთავაზება აქვს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სლოგანით #აირჩიესინათლე კომპანია იმ აბიტურიენტებს მიმართავს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ პროფესიულ სასწავლებლებში ან კოლეჯებში განაგრძონ სწავლა, თუმცა, კონკრეტული პროფესია ჯერ არ აურჩევიათ.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ჰოლდინგის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის გიორგი ტრაპაიძის განცხადებით, წარმატებულ სტუდენტებს კომპანია სტიპენდიასაც დაუნიშნავს.

„წარმატებულ სტუდენტებს კომპანია დაუნიშნავს სტიპენდიებს, სწავლების ბოლოსკენ ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ჩვენთან და დასრულების შემდეგ ისინი დასაქმების შეთავაზებას მიიღებენ. ჩვენი ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებლებში და კოლეჯებში სწავლის მსურველების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია“, - განაცხადა გიორგი ტრაპაიძემ.

მისივე თქმით, აქცენტი გენდერულ საკითხებზეც გაკეთდება. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ გოგონები ჩააბარებენ ელექტრობის მიმართულებაზე, კომპანია მათ უპირობოდ შესთავაზებს აღნიშნულ სტიპენდიას.

„ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ მრავალი წელია თანამშრომლობს როგორც პროფესიულ სასწავლებლებთან და კოლეჯებთან ისე უმაღლეს სასწავლებლებთან. პერიოდულად ფორმდება მემორანდუმები მათთან. კომპანიის წარმომადგენლები, საჯარო თუ კერძო სკოლებში ატარებენ არაფორმალურ გაკვეთილებს, სადაც მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე ხდება დარგის წარდგენა. ჩვენ გვსურს, რომ მომავალმა თაობამ აირჩიოს ენერგეტიკის პროფესია, რადგან უკვე არსებული ადამიანური რესურსის დეფიციტი კიდევ არ გაღრმავდეს. ამისთვის მუშაობა კიდევ გაგრძელდება და მომავალი სტუდენტები ,,ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ სხვადასხვა შეთავაზებას მომავალშიც აქტიურად მიიღებენ“, - განაცხადა გიორგი ტრაპაიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო