ხატია დეკანოიძე - გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო ჩვენ შეიძლება მივიღოთ სტატუსი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირთან დაახლოება იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი

გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო ჩვენ შეიძლება მივიღოთ სტატუსი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირთან დაახლოება იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რეკომენდაციები კვლავ შესასრულებელია და რისკია, რომ ამის გამო სტატუსი ვერ მიიღოს ქვეყანამ.

"ორი სცენარია განვითარების: რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო ჩვენ შეიძლება ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რაც იქნება სრული კატასტროფა. თუმცა, გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო ჩვენ შეიძლება მივიღოთ სტატუსი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ევროკავშირთან დაახლოება იქნება, პრაქტიკულად, შეუძლებელი. შუალედურმა დასკვნამ გამოავლინა, რომ რეკომენდაციები კვლავ შესასრულებელია, სამის გარდა ყველა არის ნაწილობრივ შესრულებული ან საერთოდ შეუსრულებელი, ამიტომ ამ მხრივ პასუხისმგებლობის გააზრება ხელისუფლების მხრიდან არის აუცილებელი. ასევე, ორი დავალებაა შესასრულებელი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და ანტიდასავლური რიტორიკის შეწყვეტა, რომელიც მუდმივად გვესმის საქართველოს ხელისუფლებისგან," - განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძე ასევე, გამოეხმაურა სანქციების საკითხებში დევიდ ო სალივანის ვიზიტს საქართველოში და აღნიშნა, რომ თუკი საქართველოს გამოყენებით სანქციების თავის არიდება დადასტურდება, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის.

"საქართველოს ხელისუფლება ღიად ამბობს, რომ სანქციებს არ უერთდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული პოლიტიკის შედეგად, რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების კონტექსტი, ამან შეიძლება გამოიწვიოს სანქციები, რაც იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ვფიქრობ, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლება არის ძირითადად პასუხისმგებელი საერთაშორისო სანქციების შესრულების კონტექსტში. მე არ მაქვს ინფორმაცია,ხვდებიან თუ არა ოპოზიციას, მაგრამ ხელისუფლების ვალდებულებაა სანქციების დაცვა და ჩვენ ვიცით, რომ ელექტრონული ტვირთების გადაზიდვაზე არის ძალიან სერიოზული პრობლემები ამ კუთხით," - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო